გოგი მეშველიანი საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიით დაინტერესდა
პოლიტიკა

გოგი მეშველიანი
ფოტო: IMEDI
ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შეთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი, - გოგი მეშველიანმა ამ სიტყვებით დაიწყო მისი გამოსვლა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებელები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ.
„შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია.ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება, აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს. თუმცა, გასაგები მიზეზების, პანდემიური მოვლენების გამო, ჩვენი შეფასებით ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა, უდაოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვისა და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა მეშველიანმა.
დეპუტატი ასევე როგორ ესახება პრემიერობის კანდიდატს დარგის მომავალი განვითარების პერსპექტივა.
„თქვენ როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი რათა სრულად, პასუხისმგებლიანად იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოების, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული?“ - ამ შეკითხვით მიმართა გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.





