დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმენენ
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოს პარლამენტში, 21-22 დეკემბერს, 4 შინაარსობრივ ბლოკად გამართული საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება.
ხვალ, 24 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეძლებს განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, რითაც მთავრობის ფორმირება დასრულდება.
პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 18 დეკემბერს წარედგინა.





