სერგო ჩიხლაძე: არსად არ განხილულა რევოლუციური სცენარი, ან პირდაპირ ან ირიბად ან გადაკვრით
პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე
ფოტო: არქივი
ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად არ განხილულა რევოლუციური სცენარი, ან პირდაპირ, ან ირიბად, ან გადაკვრით, - ასე ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.
„ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს. რაც შეეხება ჩვენს პარტიას სტრატეგია აღმაშენებელს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული ოპოზიციის საერთო პოზიციის და ველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
18 დეკემბერს ნიკა მელიამ განაცხადა: „ან დაინიშნება არჩევნები, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადებას“.





