ლევან ჩუგოშვილი
თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
"თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. აქტს კი, 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოვცემთ. გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებულია", - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი საკრებულოს, გამგებლის და მერის არჩევნებს პრემიერის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი. პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, თვითმმართველობის არჩევნები დანიშვნიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.





