http://imedi.ge/
ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: IMEDI/არქივი
„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი გირჩი იქნება“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო დაშლაზე შეკითხვას უპასუხა.
„2008 წელს ოპიზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალა. ასე რომ, ჩათვალეთ, გირჩი კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი გირჩი იქნება“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.





