http://imedi.ge/
ნინო ბურჯანაძე: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ნამდვილად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე
ფოტო: Facebook
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შემოიტანს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისთან განუცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ.
„ოპოზიციის წინადადებამ, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ.
ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“ - რომ საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ნამდვილად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. რაც შეგვეხება ჩვენ - გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რათა მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. გასარკვევია, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.




