ნინო ვაშაკიძე
იაგო ხვიჩია: ვართ პარლამენტის წევრები, მაგრამ ვერ შევდივართ, პარლამენტში შესვლა ტეხავს
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია
ფოტო: ნინო ვაშაკიძე
ვართ პარლამენტის წევრები, მაგრამ ვერ შევდივართ, შესვლა ტეხავს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე გააკეთა.
„ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდა მათმა წინადადებამ ან მათმა პოზიციამ უნდა გახსნას. „გირჩს'' ჰქონდა დევიზი - გირჩი პარლამენტში. ვართ პარლამენტის წევრები, მაგრამ ვერ შევდივართ, შესვლა ტეხავს. მინდა, რომ შესვლა არ ტეხავდეს და ოპოზიცია იყოს პარლამენტში და გაგრძელდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს და აცხადებს, რომ მცდელობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წინსვლა არ იქნება.




