ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის წასვლის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ
პოლიტიკა

ნათია იოსელიანი
ფოტო: ცესკო
ვერ დავადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ანა მიქელაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
„ვერ დავადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჩემი ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ამიტომ მე მთხოვეს, რომ დროებით პრეს-სპიკერის მოვალეობა შევასრულო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ანა მიქელაძე დაბრუნდება“, - განაცხადა იოსელიანმა.




