გიორგი ვაშაძე: არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ
პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე
ფოტო: არქივი
არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ. „ქართული ოცნების“ მხრიდან, არც ერთი წინადადება არ მომისმენია და შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ? ის, რაც ჩვენ ვთქვით, შეთანხმების შინაარსის სახით, ჯერჯერობით, ესაა განრიგი, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩემთვის, როგორც ხელახალი არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. პირდაპირ ვამბობ, რომ მე თამარ ჟვანიათი და ამ ტიპის საარჩევნო წესებით დაკომპლექტებული და ორგანიზებული არჩევნების აზრს ვეღარ ვხედავ. უბრალოდ, ხალხო, ამ სისტემამ დრო მოჭამა, დაძველდა. „ქართულ ოცნებას“ გაყალბების რაღაც საოცარი მექანიზმი აქვს ჩამოყალიბებული, 15-კომპონენტიანი მექანიზმი. ნეტა, ასე ქვეყნის განვითარებაზე და ეკონომიკაზე ზრუნავდნენ, როგორც არჩევნების გაყალბება „დაამუღამეს“ და დაამუშავეს. ამიტომ, ერთადერთი გზაა ამ წესების შეცვლა. დეტალური საუბარი გვქონდა, ამ კუთხითაც და ავუხსენი, რომ ერთ თვეში რომ იყოს არჩევნები და იგივე წესებით შევიდეთ, ესეც წარმოუდგენელია“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




