დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა
პოლიტიკა

მაიკ პომპეო
ფოტო: Shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საღამოს დაეშვება. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.
პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. სავაჭრო ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება - ასეთი მოლოდინი აქვს თბილისს. საქართველოში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.
მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ არის განპირობებული მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მსჯელობისთვის, არამედ ეს ეხება რეგიონში არსებულ ვითარებას.





