Imedi.ge
გრიგოლ ვაშაძე: მე ისედაც და ასედაც, დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ
პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Facebook
მე ისედაც და ასედაც, დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ქუთაისის მოსახლეობას დაპირდა, რომ თუ მაჟორიტარულ ნაწილში ვერ გაიმარჯვებდა, პარლამენტში სიით არ შევიდოდა.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
„ჩვენ რომ ეს პროცესი დაგვეწყო, რომელზეც ამდენი ხანია მიგვითითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლები, ეს შესაძლებელი გახდებოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.





