გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტები ჩიხში არიან, როგორც ჩანს არ მოელოდნენ, რომ გადათვლები დაიწყებოდა
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: არქივი
ვფიქრობ ჩვენი ოპონენტები ჩიხში არიან. როგორც ჩანს არ მოელოდნენ, რომ გადათვლები დაიწყებოდა. ისევე როგორც არ მოელოდნენ, რომ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები ამ არჩევნებს შეაფასებდნენ პოზიტიურად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ერთი გზა რაც რჩებათ, არის დესტრუქცია და ყოველგვარი პერსპექტივის მოშლა, რომ გადათვლებით თუ სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნეს მიღწეული შეთანხმება. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ყველა, კომისიის წევრი იქნება თუ პოლიტიკოსი დაფიქრდეს თავის პასუხისმგებლობაზე ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.





