ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი და მოძრაობა „სირცხვილია“ 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევას გეგმავს
პოლიტიკა

ფოტო: Maestro.tv
მოძრაობა „სირცხვილია“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს. ამის შესახებ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ასევე ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩება.
მათ შორისაა ნიკა მელია, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები. ნიკა მელიას თქმით, ის დარჩება რუსთაველზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა დარჩეს. მელიას თქმით, ხელისუფლებას „ჭკუით უნდა ებრძოლონ“.
გიგი უგულავას განცხადებით კი, რუსთაველის გამზირზე იმის სადემონსტრაციოდ რჩება, რომ „თავსმოხვეულ კომენდანტის საათს არ იღებს“.




