დავით სერგეენკო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
დღეს, საარჩევნო საკითხებზე საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შევხვდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან არჩევნების დღის შესახებ ისაუბრა.
„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნებისა და მიგნებების დოკუმენტი გამაცნეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურის მშვიდობიან და სამართლიან პირობებში ჩატარება, უპირველეს ყოვლისა ჩვენი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიზანია. ამიტომ, ასეთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია“, - წერს დავით სერგეენკო.




