გიორგი კახიანი: ანტისახელმწიფოებრივია პოლიტიკოსების ქმედება, როდესაც მიზანმიმართულად ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ანტისახელმწიფოებრივია პოლიტიკოსების ქმედება, როდესაც მიზანმიმართულად ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე გააკეთა
მისივე თქმით, პოლიტიკის დისკრედიტაცია საზოგადოების უსაფრთხოების მოშლაა, ამიტომ პოლიტიკოსები ასეთი განცხადებების დროს ძალიან მოზომილები უნდა იყვნენ.
„ჩემი გადმოსახედიდან, ანტისახელმწიფოებრივია პოლიტიკოსების ქმედება, როდესაც მიზანმიმართულად ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას. პოლიტიის დისკრედიტაცია ჩვენი უსაფრთხოების მოშლაა, ამიტომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ძალიან მოზომილნი, როდესაც ასეთ თემებს ეხებიან. პოლიციის დისკრდიტაცია უსაფუძვლოდ, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ და არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სამართალდამცველი ორგანოების, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პროკურატურის ორგანოები, ცესკო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, როდესაც უსაფუძვლოდ ხდება, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
გუბაზ სანიკიძემ პოლიციელები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.




