კახა კალაძე: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს თუ შევადარებთ, წლევანდელი არჩევნები მართლაც იყო მოწოდების სიმაღლეზე
პოლიტიკა

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
წლევანდელი არჩევნები მართლაც იყო მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.
„ნამდვილად, თუ გავაკეთებთ პარალელებს, შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს, როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, დაპირისპირება, მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ისევ მათივე შტაბებიდან, რომ ისინი გარკვეული დესტრუქციის შემოტანას აპირებდნენ, კონკრეტულ ოლქებსა და ქალაქებში, რისი მცდელობაც მათ ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა აყოლოდნენ. შესაბამისად, ყველაფერი შედარებითია, 2016 წელს გაცილებით მეტი პრობლემა იყო ამ თვალსაზრისით. წლევანდელი არჩევნები, შედარებას თუ გავაკეთებთ, მართლაც იყო მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცესკოს მონაცემებით, უბნების 80.22%-ის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ - 48.34%; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26,43% აქვს.




