ხატია იობიძე
იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა
პოლიტიკა

ფოტო: ხატია იობიძე
საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. კანდიდატი ქუთაისის მეორმოცე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებას, ქუთაისში განათლების განვითარებას და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ქუთაისის შესაძლებლობების ქალაქად ქცევას მისცა.
„ველოდებით ღირსეულ გამარჯვებას და შევუდგებით ჩვენი ქალაქის და ქვეყნის აღმშენებლობას“, - აღნიშნა კანდიდატმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.





