ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე. რას დაგამსგავსა მიშამ
პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი
ფოტო: Imedi.ge
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„2017 წელს ტვ პირველის ეთერში რომ გადავუარე საყვარელიძე-გვარამიას ტანდემს, პირველად მაშინ გაითამაშეს უნიჭო და ბინძური სპექტაკლი ამ მითიურ ჩანაწერებზე. მიტაცებული რ2-ის სტუდიაში, სხვათა შორის. მაშინ ასე ვუპასუხე, რასაც ახლა გიზიარებთ. მეტი რა დავამატო? რავა სულ მეორე და მესამე წრეზე ტრიალებთ თქვე გაჭირვებულებო, რაცხა მეიფიქრეთ ახალი. P.S. 2000 წელს რომ მოგიყვანა ჩემთან კახა კუკავამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე! რას დაგამსგავსა მიშამ, რას?! პერსონალურ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ შენს გაუბედურებაში ამის გამო“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ლაშა ნაცვლიშვილი 2017 წლის ინტერვიუსაც აქვეყნებს.




