Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს
პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე
ფოტო: facebook
Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს:
ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%; დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%; ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%; პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%; გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%
დღეს რომ საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რუსთავში ხმები ასეა გადანაწილებული:
ქართული ოცნება- 49,5%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -22,1%; გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 9,3%; ლეიბორისტული პარტია -5,2%; ევროპული საქართველო 4,9%; პატრიოტთა ალიანსი -4,6%; ერთიანი საქართველო - 1,4%; ლელო -1,1%; გირჩი -0,4%; თავისუფალი დემოკრატები -0,0%; სხვა -1,5%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.





