სოფიკო ბერიძე
გადაუნაწილებელ მანდატებზე ზედა ზღვარი 89 მანდატით განისაზღვრება
პოლიტიკა

გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე პირველ ადგილზე გასული პარტია პარლამენტში 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს - ეს არის ის დათქმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აისახება. ამის შესახებ ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ვენეციაში კომისიის სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე განუცხადა.
"ჩვენ როგორც გვქონდა ნათქვამი, ყველა ძირითად შენიშვნას ავსახავთ საბოლოო ვერსიაში. ყველა გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ ვენეციის კომისიას სესიაზე ვეტყვით, როგორ იქნება ასახული საბოლოო პროექტში. ჩვენ სრულად ვითვალისწინებთ მათ შენიშვნას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ მოგვცა სამი ვერსია როგორ შეიძლებოდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინება. ერთ-ერთი ამ სამიდან იყო ზედა ზღვარის დაწესება ე.წ ბონუსისთვის და ჩვენ იმაზე შორს მივდივართ ვიდრე იყო რეკომენდაციაში.ვაწესებთ ზედა, შედარებით და ქვედა ზღვარს.მინიმუმამდე ვამცირებთ ბონუსის მოცულობას", - აცხადებს ჩუგოშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატები არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთლიანად მიაქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ზედა ზღვარის დაწესების შესაძლებლობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა.





