ლევან მორჩიაშვილი
კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ოცდაათამდე ადამიანმა დატოვა
პოლიტიკა

ფოტო: ლევან მორჩიაშვილი
კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები ყოველდღიურად მცირდება. დმანისის, წალკის, თეთრიწყაროსა და დაბა კაზრეთის შემდეგ, დღეს სოფელი კოდას დევნილთა დასახლებაში კიდევ ოცდაათამდე პირმა დატოვა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები. მიზეზი კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” მისი პოლიტიკური ალიანსია.
კახა ოქრიაშვილის ახლა უკვე ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური და რადიკალური გადაწყვეტილება მათთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო.
მათი ნაწილის თქმით, რომ არა ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობა, კახაბერ ოქრიაშვილს, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს მხარს დაუჭედნენ, თუმცა ახლა ისინი პარტია “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ.





