გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირების გზაზე დგას
პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი
ფოტო: IMEDI
2004 წლიდან ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივდიოდით იმ გაუსწორებელი ზიანისკენ, რასაც მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ საქართველოს მიაყენებდა, ამის გათვლას დიდი გულთმისნობა არ სჭირდებოდა, 2004-2005 წლებში უკვე იგრძნობოდა ის საოცარი მრუდი, საიდანაც საქართველო ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა, - მის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„იმდენად დაგვაზარალა და მძიმე კვალი დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამის გამოსწორებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. ქართველი კაცისთვის წარმოუდგენელი იყო იმის გაგონება, რომ შეიძლებოდა ცოცხით ციხეში კაცი გაეუპატიურებინათ, კასტილიან, ინვალიდ ადამიანს შეიძლებოდა გაეუპატიურებინა მეორე კაცი, ვერ წარმოიდგენდი რომ შეიძლებოდა ამ დონეზე მიეღწია პატიმრების ტანჯვას, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეიძლებოდა დაეხოცა ხალხი 26 მაისს ღამეს, მაღაზიის თავზე შემოეწყო და მერე სისხლის კვალი მოეწმინდა. მახსოვს საქართველოს პარლამენტის კედლებში ცემა-ტყეპა. მაგრამ მოვა დრო, ჟამთა აღმწერელი ამას ყველაფერს კარგად წაიკითხავს და მომავალ თაობებს ნათლად ჩამოუყალიბებს რა იყო მეექვსე, მეშვიდე, მერვე მოწვევის პარლამენტი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით ახალი პარლამენტი უნდა იყოს განსხვავებული შემადგენლობით.
„ახლა გარეთ სხვა პოლიტიკური ამინდია, ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, როგორც ჩანს უიმედოდ დეგრადირების გზაზე დგას „ნაციონალური მოძრაობა“, არავითარი ახალი იდეები და სახეები არ ჰყავთ. იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, ახალი პოლიტიკური პარტიები და ამ ქვეყანაში შეუქცევადად დაიწყებს განვითარებას პარტიული დემოკრატია“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.





