მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეალისტური, თანმიმდევრული და მომავალზე ორიენტირებული გეგმები აქვს
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართულ ოცნებას“ რეალისტური, თანმიმდევრული და მომავალზე ორიენტირებული გეგმები აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას კონკრეტულ გეგმაზე აწყობს, მაშინ როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დროს „ქართული ოცნების“ კრიტიკაში ხარჯავს.
„განწირულია საარჩევნო შედეგებთან მიმართ ის პოლიტიკური პარტია და ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც მხოლოდ ლანძღვაზე, მხოლოდ ნეგატივზე არის ორიენტირებული. თუ შეხედავთ, ალბათ 90% თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და სუბიექტი უთმობს საეთერო დროს და ზოგადად შეხვედრებში თავის ძვირფას დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ რაღაც ტყუილების მოფიქრებას, ლანძღვას, სპეკულაციებს და ა.შ. მხოლოდ 10% რაღაცაზე ლაპარაკობს, იქაც სპეკულაციური ციფრებია, იქაც სპეკულაციური დაპირებებია. როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს საზოგადოების წინაშე და ზუსტად იცი, რომ ვერ გაიმარჯვებ კი არა მიახლოებაც არ შეგიძლია გამარჯვებასთან, რასაც გინდა შეჰპირდები საზოგადოებას“, - განაცხადა მდინარაძემ.





