ნინო ვაშაკიძე
ანრი ოხანაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი
ფოტო: ნინო ვაშაკიძე
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნების, დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა. „ქართული ოცნების“ გუნდს უკავშირდება საარჩევნო კოდექსში პროგრესული ცვლილებები. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნების, დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.





