http://imedi.ge/
გიგი უგულავა: მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში?
პოლიტიკა

გიგი უგულავა
ფოტო: Facebook
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებას Facebook-ზე ეხმაურება.
„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო“, - წერს გიგი უგულავა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.





