23 აგვისტო 2020, 21:02
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
პოლიტიკა

ფოტო: ქართული ოცნება
გაზიარება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 24 აგვისტოს მოსახლეობას გორში, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ხოჯევანიშვილს წარუდგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.





