დიმიტრი სამხარაძე: ბესარიონ ესებუა „ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ყოფილა, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო
პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე
ფოტო: facebook
„ბესარიონ ესებუა „ქართული ოცნების“ წევრი არასოდეს ყოფილა, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. აღნიშნული პიროვნება სხვა პარტიას „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად შეუერთდა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი მის გადაწყვეტილებასთან არანაირ კავშირში არ არის“ - ასე გამოეხმაურა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე ჩხოროწყუში, ბესარიონ ესებუას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულომ ერთი კვირაა, რაც ახალი თავმჯდომარე აირჩია. აქედან გამომდინარე, ძველი თავმჯდომარე თანამდებობას ფიზიკურად ვერ დატოვებდა. ჩხოროწყუს საკრებულოს 28 წევრიდან 20-მა მხარი დაუჭირა ახალი საკრებულოს თავმჯდომარის, კობა ჯიქიას, არჩევას, რომელიც, პარალელურად, იკავებს ჩხოროწყუს შტაბის უფროსის თანამდებობას, ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნებისათვის“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.
ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე სოლიდარობის ალიანსს შეუერთდა.





