ლევან ჩუგოშვილი
თბილისის მერია დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

თბილისის მერია
თბილისის მერია საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"ძლიერი წვიმის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.", - ნათქვმია განცხადებაში.
იმვდროულად ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტილია.





