10 აგვისტო 2020, 15:33
დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს
პოლიტიკა

გიორგი ტატუაშვილი
ფოტო: facebook
გაზიარება
პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევის გამო, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს - ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
„„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





