რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია უწყების მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 years since the beginning of the military conflict between the Russian Federation and #Georgia. #Romania reaffirms its full support for the sovereignty & territorial integrity of #Georgia. @MFAgovge @DZalkaliani.
— MFA Romania (@MAERomania) August 7, 2020
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.





