სოფიკო ბერიძე
ზაალ უდუმაშვილი: ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება
პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი
ფოტო: Facebook
ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ისინი თავად წყვეტენ, რომელ ოლქში რომელი კანდიდატი დააყენონ. ახლა მთავარი იქნება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლოს საკუთარი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან მაქსიმალურად მობილიზება, რადგან ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა.





