„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკა

ფოტო: „ქართული ოცნება“
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და საქართველოს მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელა.
თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი;
ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი;
სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი;
კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი;
ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი;
მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი;
გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი.
რეგიონებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი;
ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი;
დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი;
ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი;
გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი;
გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი;
ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი;
ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი;
სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი;
ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი;
პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი;
ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი;
გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი;
გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი;
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი;
ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი;
ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი;
ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი;
რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი;
ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი;
ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი.
კანდიდატების წარდგენას წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ სია 19 ივლისს დაამტკიცა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.





