დარეჯან ჩხიკვაძე
დეკანოზის ძმა: პატრიარქთან ერთ-ერთმა მამაომ გვიშუამდგომლა
პოლიტიკა

თორნიკე მამალაძე
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ბრალდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ოჯახი პატრიარქთან ორშაბათს იყო დაბარებული.
"შეხვედრა გადაიდო, რადგან ადვოკატების დასწრება მოვითხოვეთ. როდისთვის, უცნობია. შეხვედრა გათავისუფლების ან შეწყალების თხოვნის მიზნით არ გვინდა. გვინდა, უწმინდესმა დეტალები იცოდეს და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს. ადვოკატებთან პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დეკანოზს ენდობოდა. ილია მეორესთან ერთ-ერთმა მამაომ გვიშუამდგომლა", - ამბობს თორნიკე მამალაძე.
პროტოპრესვიტერ გიორგის (ზვიადაძე) ინფორმაციით, უწმინდესი დაკავებული სასულიერო პირის ოჯახის წევრების მისაღებად მზად არის, მაგრამ აუდიენციის ზუსტი თარიღი და დრო უცნობია.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





