დავით სონღულაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა
პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი
საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა გეგმები არსებობს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია განათავსონ.
„საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ხვალინდელი დღე სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია და ამასთანავე, საქართველოს ევროპასთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, როგორიც ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა. რა სტრატეგია არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად იყოს გამოყენებული და მოხდეს მათი ევროპის ბაზარზე შესვლა?“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.





