დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში ჩატარებისთვის საჭიროა ეპიდვითარება არ გაგვირთულდეს
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: არქივი
სასურველია, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს, არც გადაწევა გახდეს საჭირო და არც ახლო პერიოდში გადმოწევა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ამაზე პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები საუბრობენ როდესაც ეპიდვითარებას აფასებენ სწორად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საარჩევნო პერიოდს არ დასჭირდეს გადაწევა-გადმოწევა. ამისთვის აუცილებელია ეპიდემიოლოგიურად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ვადებში სწორად იმართებოდეს, მაგრამ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე დიდი ყურადსაღები არაფერია, ამიტომ ჯანსაღ პოლიტიკასაც ჯანსაღი, თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეპიდვითარება არ გაგვირთულდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.





