მამუკა მდინარაძე: თუ არ იქნება უაღრესად კრიტიკული სიტუაცია, არჩევნების გადაწევაზე არ ვილაპარაკებთ
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: IMEDI
შევხედავთ სიტუაციას... თუ არ იქნება უაღრესად კრიტიკული სიტუაცია, არჩევნების არანაირ გადაწევაზე არ ვილაპარაკებთ, გამორიცხული ამბავია, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ ჩვენი ინტერესია, რომ ჩატარდეს არჩევნები, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ღმერთმა ქნას, რომ არ მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არც არაფერი. საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდა 45-დან 60 დღეში უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა მდინარაძემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მისი თქმით გუნდის მთელი შემადგენლობა მხარს დაუჭერს. „აქ თავიდან ბოლომდე ჩვენს ამომრჩეველთან ვიქნებით პირნათელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.




