ზაალ უდუმაშვილი: პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს
პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი
ფოტო: IMEDI
როდის ჩატარდება არჩევნები, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილების საკითხზე კომენტირებისას „ქრონიკას„ განუცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან „ქართული ოცნება“ დამარცხებულია.
„პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს. ამის არანაირი ნიშანწყალი არ არის და შესაბამისად, ამაზე ეპიდემიოლოგებიც არ საუბრობენ. თუ ზოგადად მსოფლიოში შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის საქართველოშიც, ეს შეიძლება გარკვეული კორექტივის შეტანის მიზეზი გახდეს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.
ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს.





