დავით ჭიჭინაძე: ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე
პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე
ფოტო: იმედი
„ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ 1 200-ლაიანი დახმარების ფარგლებში მიმღებად 350 ათასი ადამიანი გამოგვიცხადა და 460 მილიონი ლარი. ჯერ ერთი, 460 მილიონი რატომ, როდესაც 420 მილიონი გამოდის და გარდა ამისა, ამ ეტაპზე მხოლოდ 90 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 100 მილიონს ნიშნავს და თავიდანვე რატომ ასეთი ცდომილება?! ან როგორ აისახება ეს ყველაფერი ახალ ბიუჯეტში?! ისევ 460 მილიონია ჩადებული, თუ 100 მილიონზე ჩამოვიდნენ? უამრავი კითხვაა 300-ლარიან დახმარებაზეც. მოკლედ, ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხის გაცემა, რადგან ფაქტია, ეს ბიუჯეტი საარჩევნოდ უფროა ორიენტირებული, ვიდრე კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ქამრების შემოჭერა კი მივლინებაზე უარის თქმას კი არ ნიშნავს, სადაც ისედაც ვეღარ დადიან, ქამრების შემოჭერა არის მაშინ, როდესაც ფული მიმართულია ისე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები იყოს შენარჩუნებული, რაც ამ ბიუჯეტით ნამდვილად არ ხდება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





