05 ივნისი 2020, 13:11
ირაკლი აბესაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება
პოლიტიკა

ირაკლი აბესაძე
ფოტო: IMEDI
გაზიარება
ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავიუსფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად დანარჩენ საარჩევნო ოლქებზეც გაგრძელდეს კონსულტაცია და, ასევე, მოხდეს შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. გაგრძელდება კონსულტაცია დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან, თბილისის საარჩევნო ოლქებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში შეთანხმება შედგება“, - აღნიშნა აბესაძემ.





