სოფიკო ბერიძე
აკაკი ბობოხიძე: პრემიერობის საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას
პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე
ფოტო: არქივი
ყველა პარტია თავად გადაწყვეტს როგორ შეარჩევს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიებმა მაშინ უნდა იმსჯელონ, როცა გაირკვევა ვინ შევა კოალიციაში.
„ჩემი საქმე არ არის როგორ შეარჩევს სხვა, ისევე როგორც არავის საქმე არაა ჩვენ როგორ შევარჩევთ. საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას.
ჩვენ გვყავს ორი-სამი კანდიდატი, რომელსაც ვიხილავთ.ბუნებრივია მოიაზრებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები ასევე ვფიქრობთ ტექნიკურ კანდიდატზეც“, - ამბობს ბობოხიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ვერ თანხმდება. თაკო ჩარკვიანს ამ პოსტზე გიორგი ვაშაძის წარდგენა სურს, გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ პრემიერი „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს.




