ნინო ვაშაკიძე
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს, საქართველოს პარლამენტში, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კანონიდან კომერციული ატაშეს თანამდებობის ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.
კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ წარუდგინა.





