სოფიკო ბერიძე
„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ იციან, რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში
პოლიტიკა

სერგი კაპანაძე
ფოტო: არქივი
„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული კომისიის წევრია.
„ეს არის ტექნიკური ნაწილი. რეალურად განხილვებიც არ იქნება, იქნება სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით ამ კვირაში ან მომდევნო კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ფორმით ჩავერთვებით ამაში. ჩვენთვის ამ ცვლილების მიღება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.





