გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ის კარგი გამოსაყენებელი რესურსია, როდესაც უკონტროლობა და ქაოსია
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენმა ბიჭებმა გმირულად იბრძოლეს, დაეცნენ ბრძოლის ველზე და ნაცვლად იმისა, რომ მოლაპარაკებები ყოფილიყო მათი ცხედრების გამოყვანაზე, რუსთაველზე ტაშ-ფანდური იყო გამართული. სააკაშვილს შეუძლია ეს გააკეთოს და შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ის ადამიანი კარგი გამოსაყენებელი რესურსია, როდესაც უკონტროლობა და ქაოსია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში არსებობს კორუფციული სისტემა და ჩამოყალიბდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ფლობენ და გავლენა აქვთ სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.
„მე არც ზელენსკის საქმიანობის შეფასება მინდა ოფიციალური პლატფორმიდან. ისეთი კორუფციული სისტემა, როგორც უკრაინაშია აწყობილი, არ არსებობს. არსებობდა ქაოტური კორუფციული სისტემა, მაგრამ ჩამოყალიბდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ფლობენ და გავლენა აქვთ სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. სწორედ უკონტროლობასა და ქაოსში შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ სააკაშვილი კარგი გამოსაყენებელია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ





