უკრაინული მედია: მთავრობამ პარლამენტიდან მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Facebook
უკრაინის მთავრობამ პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაურიანი ისტორია დასრულებულია - კანდიდატურის მხარდაჭერა დაიბლოკა და ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება შემდეგ. „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 248 დეპუტატს შორის 140-170 ხმის მობილიზება შეძლო.
ასეთი დაბალი მხარდაჭერა გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა საჯაროდ არ გამოუთქვამს. შესაძლოა ეს მიდგომა მომავალში შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ინიციატივა შეაჩერა“, - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.





