ლევან მურუსიძე: მთავარი გამოწვევა გაჭიანურებული საქმეებია
პოლიტიკა

ლევან მურუსიძე
მოსამართლეთა მე-19 საანგარიშო კონფერენცია დასრულდა.
"მთავარი გამოწვევა გაჭიანურებული საქმეებია, რაოდენობის გამო. თვეების განმავლობაში დევს. განხილვა ვერ ხერხდება. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს. საბჭომ ნაბიჯები გადადგა. სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებთ. მინდა, საბჭოს წევრებთან ერთად, მივიდე საქალაქო სასამართლოში, შევხვდე მოსამართლეებს და ვისაუბროთ პრობლემებზე, რა გვიშლის ხელს მათ დაძლევაში. იმედია, წლის ბოლოს, შეიძლება უფრო ადრეც, ეს პრობლემა აღარ იარსებებს. საქმეთა რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ ვეღარ ვზრუნავთ გადაწყვეტილებების ხარისხზე. საქმეების შემცირებასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გადაწყვეტილებები იყოს უფრო ხარისხიანი. საუბარი მაქვს დასაბუთების ხარისხზე. მუდმივად საჭიროა ნაბიჯები, რაც განამტკიცებს მოსამართლის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ.





