კარლ ჰარცელი: მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები
პოლიტიკა

ფოტო: Twitter
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი Twitter-ზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახორციელებას გამოეხმაურა.
„შემდგომი „ბორდერიზაცია“ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს“, - წერს კარლ ჰარცელი.
Further “borderisation” from Georgian breakaway region of South Ossetia is completely unacceptable. I call on South Ossetian and Russian security actors to immediately stop these activities and to refrain from any further steps that could escalate the situation.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) April 17, 2020
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს.





