imedi
შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებზე წვდომა 2 დღით შეიზღუდება
პოლიტიკა

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სამსახურის ელექტრონული სერვისების პორტალზე - https://eservices.rs.ge და ასევე, ყველა ვებსერვისთან წვდომაზე, 20-21 მაისს გარკვეული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 საათიდან 21 მაისის 10:00 საათამდე სრულად შეზღუდული იქნება წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების პორტალზე - https://eservices.rs.ge და ასევე ყველა ვებსერვისთან, ხოლო 21 მაისის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სისტემები იმუშავებს მცირე შეზღუდვებით.
ამასთან, გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენეთ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.





