28 თებერვალი 2020, 09:01
კახეთში, სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია
პოლიტიკა

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გაზიარება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი პრევენციის მიზნით იმყოფებოდა.
დაიწვა დაახლოებით 4 ჰექტარი ტერიტორია. თეთრიწყლების შემდეგ, გუშინ საღამოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის სოფელ აკურაშიც. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაო დღეს დილიდან განახლდა.





