23 თებერვალი 2020, 15:44
ანა შეპკინა
ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია
პოლიტიკა

სოფელი კირბალი
ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
საქართველოს მოქალაქე ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.





