თამარ ბერუჩაშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ოფიციალურ წარმომადგენლად განაგრძობს მუშაობას
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი
ფოტო: IMEDI
თამარ ბერუჩაშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს უკვე ყოფილმა ელჩმა Imedinews-ს განუცხადა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თამარ ბერუჩაშვილს არ ორგანიზაციის ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ეკავა.
„ჩემს საქმიანობას განვაგრძობ ლონდონში, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის შტაბბინა ლონდონშია. ამ პოზიციას მე ვიკავებდი 4 წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტის პარალელურად. ამჯერად საზღვაო დიპლომატია ჩემი საქმიანობის მთავარი თემა იქნება.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მზარდი როლის გათვალისწინებით, გლობალური საზღვაო ინდუსტრიის განვითარებისა და უსაფრთხო ნაოსნობის ხელშეწყობის საქმეში, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის უფრო ეფექტური გამოიყენება საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის მზარდი როლისა და განსაკუთრებული პოტენციალის წარმოსაჩენად“, - განუცხადა Imedinews-ს თამარ ბერუჩაშვილმა.
ბერუჩაშვილი სოფიო ქაცარავმა შეცვალა.
თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად 2015 წელს დაინიშნა.
2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მანამდე 2013 წლის 4 აპრილიდან - 2014 წლის ნოემბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.





